logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ფასებთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესი თვის ბოლომდე დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ დასკვნებს და გეგმას" - ირაკლი კობახიძე

"ფასებთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესი თვის ბოლომდე დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ დასკვნებს და გეგმას" - ირაკლი კობახიძე

1776934637

ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას,  - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე.

ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ დასკვნებს“, -  განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით