logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 5 საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 5 საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება

1776842937

შესაბამისი ხელშეკრულებები კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმდა და  მომსახურების  შესრულების ვადად 6  თვე განისაზღვრა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების პროექტები, შემდგომში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების პროექტირებას იწყებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლებში, ქალაქ ლანჩხუთში,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.

სოფელ ქვენობანის  საბავშვო ბაღი არანაკლებ 25 ბავშვზე იქნება გათვლილი,  სოფელ ბოსლების ბაღი არანაკლებ 50 აღსაზრდელს მოემსახურება,  ლანჩხუთის  ბაღის პროექტი არანაკლებ 125 ბავშვისთვის განკუთვნილი ბაღის აშენებას ითვალისწინებს, სოფელ  წყალწმინდაში დაგეგმილია არანაკლებ 100 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა,  სოფელ ხიდისთავის  საბავშვო ბაღი კი არანაკლებ 75 აღსაზრდელს მიიღებს.

ახალ საბავშვო ბაღებში  შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების  კომფორტულ, უსაფრთხო და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას.

გამოგვყევით