საქართველოს საიმიგრაციო რეგულაციებში განხორციელებული ბოლო ცვლილებები მნიშვნელოვნად იმოქმედებს იმაზე, თუ როგორ ქირაობენ და მართავენ კომპანიები უცხოელ მუშახელს.
საერთაშორისო სპეციალისტების დამსაქმებელი ბიზნესები, ისევე როგორც საქართველოში მომუშავე უცხოელი პროფესონალი, შესაძლოა ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდეს, რომლებიც პირდაპირ გავლენას მოახდენს მათ სამართლებრივ სტატუსსა და საქმიანობაზე.
სწორედ ამიტომ, REVERA Georgia Business Club ატარებს უფასო საკონსულტაციო ვებინარს, რომელიც მიზნად ისახავს პრაქტიკული დეტალების განხილვასა და ინფორმაციის გაზიარებას. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, სწორი ინფრომაციის მიწოდებას პროფესიონალებისა და ბიზნესებისთვის.
ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 2026 წლის 29 აპრილი
დრო: 14:00 (GMT+4)
ფორმატი: ონლაინ
მთავარი განსახილველი თემები:
- როდის არის საჭირო სამუშაო ნებართვის მიღება ახალი კანონის შესაბამისად;
- ძირითადი სამართლებრივი ვალდებულებები უცხოელი თანამშრომლების დამსაქმებლებისთვის;
- არსებული გამონაკლისები და მათი გამოყენების პროცედურა;
- პრაქტიკული ნაბიჯები შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და რისკების შემცირება;
შეხევდრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იურიდიული სფეროს წამომადგენლების, HR მენეჯერების, დამფუძნებლების, საერთაშორისო კომპანიებისთვის, დისტანიურად მომუშავე გუნდებისა და საქართველოში მომუშავე უცხოელი სპეციალისტებისთვის.
ვებინარს გაუძღვებიან გამოცდილი იურიდიული პრაქტიკოსები - მელანო სვანიძე, ოქსანა იაშაგიანი და ნინო ზაუტაშვილი, რომლებიც გაგიზიარებენ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ანალიზს და რეალურ ქეისებზე მიღებულ პრაქტიკულ ცოდნას.
ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რუსული სუბტიტრებით. მონაწილეებს რეგისტრაციისას შეუძლიათ წინასწარ გააგზავნონ კითხვები, რათა მიიღონ მათ კონკრეტულ სიტუაციებზე მორგებული რეკომენდაციები.
რეგულაციური ზედამხედველობის მუდმივი ცვლილების ფონზე, ინფორმირებულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საზღვრებს გარეთ ოპერირებენ. ეს ვებინარი წარმოადგენს დროულ შესაძლებლობას, უკეთ გაიგოთ ახალი მიგრაციის ჩარჩოს გავლენა და უზრუნველყოთ მისი შესაბამისობა პრაქტიკაში.
რეგისტრაცია უკვე ღიაა; დასწრება კი უფასოა. შემოგვიერთდოთ: