logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოდან უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი 18%-ით გაიზარდა

საქართველოდან უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი 18%-ით გაიზარდა

1776854100

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებულია 16 მლნ აშშ დოლარის 14.9 მლნ ლიტრი უალკოჰოლო გაზიანი სასმელი.  

მათივე ცნობით, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე ექსპორტის ღირებულება 25%-ით 3.2 მლნ აშშ დოლარით, რაოდენობა კი 18%-ით, 2.3 მლნ ლიტრით გაიზარდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად საქართველო უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტიდან მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს და მზარდია საშუალო საექსპორტო ფასი - მიმდინარე წლის მარტის თვეში 6%-ით გაზრდილია საშუალო საექსპორტო ფასი.

უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია მეზობელი ქვეყნები ასევე, ყაზახეთი, უზბეკეთი, ევროკავშირი, უკრაინა, ისრაელი, აშშ და სხვა ქვეყნები.

გამოგვყევით