logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

1776857722

შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერეს. ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. (მის: გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი)  სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმინობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი რეგისტრაციამდე და შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.

გამოგვყევით