logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება

მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება

1776861000

მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ამ დროისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ერთი უნცია ოქრო დაახლოებით 4,750–4,780 დოლარის ფარგლებში ივაჭრება, ბოლო მონაცემებით, კი ფასი დაახლოებით 4,759 დოლარია.

ძვირფასი ლითონის ფასის ცვლილება დაკავშირებულია გლობალურ ეკონომიკურ გაურკვევლობასთან და ინვესტორების ინტერესთან უსაფრთხო აქტივების მიმართ. ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად ზრდისა, ბაზარი კვლავ არასტაბილურია - ბოლო დღეებში ოქროს ფასმა როგორც მკვეთრი ზრდა, ისე ვარდნაც აჩვენა.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ოქროს ფასის დინამიკაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი - მათ შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ნავთობის ფასები და დოლარის კურსი. რაც შეეხება საქართველოს, ძვირფასი ლითონი კვლავ რჩება ქვეყნის საექსპორტო კალათის ერთ-ერთ პროდუქტად. 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ოქროს ექსპორტი 57 პროცენტით გაიზარდა, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მატება ფასის გაზრდის ხარჯზე მოხდა და არა რაოდენობის. საქართველოდან ყველაზე დიდი ოქრო შვეიცარიაში, საუდის არაბეთსა და თურქეთში გადის.

გამოგვყევით