logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში" - GITA -ს ორგანიზებით საგანმანათლებლო პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება

"მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში" - GITA -ს ორგანიზებით საგანმანათლებლო პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება

1776843926

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია “მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” გრძელდება და მორიგი შეხვედრა ქუთაისში, ქუთაისის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ამ შეხვედრით დასრულდა იმერეთის რეგიონის ტური, რომელიც თორმეტივე მუნიციპალიტეტს მოიცავდა.

ღონისძიების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და  GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია, დაინტერესებული პირები გაეცნენ სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარს და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაციას, შეხვედრის დასასრულს კი გაიმართა 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის  პრაქტიკული სემინარი.

"ამ პერიოდის განმავლობაში შევხვდით ადგილობრივ ახალგაზრდებს, ვინც დაინტერესებულია ინოვაციებით და ტექნოლოგიებით. ახლო მომავალში, ქუთაისში, უპრეცედენტო მასშტაბის ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, შესაბამისად, იზრდება სააგენტოს აქტივობები მიმდებარე მუნიციპალიტეტებში და მთელს რეგიონში. მოხარულები ვართ, რომ იმერეთის რეგიონში ახალგაზრდებში მზაობა და ძალიან დიდი დაინტერესებაა ინოვაციების, ტექნოლოგიების და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართ.” - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ზურა ძიძიგურმა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, რუსთავი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ახალციხე, ნინოწმინდა, ადგიგენი, ბორჯომი და ასპინძა).

პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაა.

პროექტის პარტნიორები არიან - გამომცემლობა "ლურჯი ოკეანე", კომპანია “ნატახტარი”,  "ჩემპი" და ალტა.

გამოგვყევით