logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

Galt & Taggart-ი 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის

Galt & Taggart-ი 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის

1719223740

Galt & Taggart-ი 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული

"საქსტატის მიხედვით 2024 წლის I კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 8.4%-ით გაიზარდა, რაც 0.6პპ-ით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის პირველ 4 თვეში 9.4%-ით გაიზარდა. სექტორულ ჭრილში, პირველი კვარტლის ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: უძრავი ქონება (+18.8% წ/წ), განათლება (+29.1% წ/წ), სახელმწიფო მმართველობა (+13.0% წ/წ), ICT (+12.2% წ/წ), მშენებლობა (+10.3% წ/წ) და ტრანსპორტი (+9.7% წ/წ).

ამასთან, კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების (-11.6% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (-1.8% წ/წ) დარგებში. იანვარ-აპრილში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის და მიმდინარე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.0%-დან   7.0%-მდე ვზრდით,"-აღნიშნულია მიმოხილვაში. 

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ის ნაცვლად 5.2%-ით გაიზრდება.

გამოგვყევით