logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

GCCA-მ ელექტრონული კომერციის ბაზარზე საქმის მოკვლევა დაიწყო

GCCA-მ ელექტრონული კომერციის ბაზარზე საქმის მოკვლევა დაიწყო

1726474897

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) ელექტრონული კომერციის ბაზარზე, ექსკლუზიური პირობების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების მიმართულებით, ერთ-ერთ ელექტრონულ ვებ-პორტალზე დამატებითი ფასდაკლების განთავსების თაობაზე ინფორმაცია სააგენტოსთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების საფუძველზე გახდა ცნობილი, რამაც სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გონივრული ეჭვი წარმოშვა. შესაბამისად, GCCA-მ საკუთარი ინიციატივით, საქმის მოკვლევა დაიწყო.

ინფორმაციისთვის: ინფორმაციისთვის: 2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 3 მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 7 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გამოგვყევით