logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ივლისში გვქონდა 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება" - პრემიერი

"ივლისში გვქონდა 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება" - პრემიერი

1726471223

ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რეგიონის ქვეყნებს შორის. 

„ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის, ბუნებრივია, საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით