logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა -პროგრამის დეტალები

„მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. პროგრამას საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია განახორციელებს. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პროგრამის მიზანია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, კორპორაციის მიერ ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც პასუხობს კერძო სექტორში არსებულ გამოწვევებს და მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

მეწარმეობის მხარდასაჭერად კორპორაცია რამდენიმე სახის ფინანსურ ინსტრუმენტს გამოიყენებს. მათ შორის: სინდიცირებული სესხი,  პირდაპირი ან/და ჰიბრიდული სესხი და  პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა.

სინდიცირებული სესხის ფარგლებში  კორპორაცია ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად გასცემს სინდიცირებულ სესხს. კორპორაციის თანამონაწილეობის ოდენობა სინდიცირებულ სესხში არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის 45%-ს.

პირდაპირი ან/და ჰიბრიდული სესხის  ფარგლებში, კორპორაციის მხრიდან, მეწარმე სუბიექტის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით,  გაიცემა: პირდაპირი სესხი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სესხს; ან/და ჰიბრიდული სესხი, რომელიც აერთიანებს სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლებს, მათ შორის: სესხიდან გამომდინარე ფულადი მოთხოვნის მეწარმე სუბიექტის წილში (აქციებში) კონვერტაციის შესაძლებლობას (convertible note) ან/და კორპორაციის უფლებას, სესხის სანაცვლოდ მისაღები ანაზღაურების სახით მიიღოს მსესხებელი მეწარმე სუბიექტის მოგების შეთანხმებული ნაწილი (income participation), ან/და სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლების მქონე სხვა მექანიზმებს.

პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა - ამ ფინანსური ინსტრუმენტის ფარგლებში კორპორაცია ახორციელებს მეწარმე სუბიექტის კაპიტალში წილობრივ მონაწილეობას. კორპორაციის მიერ მეწარმე სუბიექტის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის შესახებ კი გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

გამოგვყევით