logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მსოფლიო ბანკი ფოთისა და ბათუმის პორტების გამტარუნარიანობის გაუმჯობესების პროექტებზე წერს

მსოფლიო ბანკი ფოთის პორტის გამტარუნარიანობის ზრდის გეგმებზე წერს. ორგანიზაციის ცნობით, ფოთში კონტეინერების მომსახურების გასაუმჯობესებლად, APMT-მა პორტის გაფართოების პროექტი მოამზადა.

შემოთავაზებულ ინტერვენციებს შორისაა ახალი ტალღოვანი და ღრმაწყლოვანი ნავმისადგომების მშენებლობა არსებული პორტის ჩრდილოეთ მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს დამატებები პორტს საშუალებას მისცემს განთავსდეს 10,000 TEU საკონტეინერო გემები (Bosporus-max) და ამით გაზარდოს მისი გამტარუნარიანობა 1 მილიონ TEU-მდე წელიწადში.

კონტეინერების გარდა, ღონისძიებები პორტს საშუალებას მისცემს განთავსდეს მშრალი ნაყარი ტვირთები. ის უზრუნველყოფს პორტის იმავე სიღრმეს (15-16 მ-ის ქვემოთ, 10-11 მ-ის ნაცვლად) რაც შავი ზღვის ყველაზე ღრმა პორტებს აქვთ. არხები იქნება უფრო უსაფრთხო და ნაკლებად დაექვემდებარება მდინარის ნატანს.  პროექტისთვის საჭირო იქნება ახალი შემოვლითი გზა და ახალი სარკინიგზო მისასვლელი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.

რაც შეეხება ბათუმის პორტს, ორგანიზაციის ცნობით, ბათუმს კონტეინერების გამტარუნარიანობის გაზრდის პროექტი არ აქვს, პორტი ქალაქს მკაცრად აქვს ჩაკეტილი. ზრდის ერთადერთი პროექტი ბათუმში მარცვლეულისა და ნაყარი ტვირთის გადაზიდვის აღჭურვილობის მოდერნიზაციას უკავშირდება.

ორგანიზაციის ცნობით, ფოთმა 2022 წელს 11,3 მტ, ხოლო ბათუმმა 4,5 მტ გატარა, რაც საქართველოს კონტეინერების ნაკადების 76% და 24%-ია.

„საქართველოს ორი პორტი შავ ზღვაზე განკუთვნილია კომერციული ტვირთების ნაკადებისთვის, კერძოდ ფოთი და ბათუმი. ასევე, ქვეყანას აქვს ორი საზღვაო ნავთობტერმინალი - სუფსა და ყულევი. ფოთი AP Moller Terminals-ის (APMT) საკუთრებაა, ხოლო ბათუმი ყაზახურ Kaztransoil-ს, რომელმაც ბათუმის საზღვაო პორტი (BSP) დააარსა. საქართველოს სახელმწიფოს როლი შემოიფარგლება პოლიტიკის შემქმნელისა და მარეგულირებლის როლით, რომელიც  მოიცავს გემების მოძრაობის მართვას, საზღვაო უსაფრთხოებას, ზღვაზე ძებნა-გადარჩენას, საზღვაო დაბინძურების რეაგირებას და ეროვნული სავაჭრო ფლოტისა და მეზღვაურების კონტროლს“ - წერს მსოფლიო ბანკი ანგარიშში „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“

გამოგვყევით