logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მცირე გრანტის საჯარო კონკურსში საბჭომ გამარჯვებული განაცხადები გამოავლინა

მცირე გრანტის საჯარო კონკურსში საბჭომ გამარჯვებული განაცხადები გამოავლინა

1762864969

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების საჯარო კონკურსი დასრულდა. საგრანტო განაცხადების განმხილველმა საბჭომ გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივები გამოავლინა. თითოეული მათგანი 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ავრცელებს. 

გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივების საერთო ბიუჯეტი 1,657,775 ლარს შეადგენს.

"სამოქალაქო ინიციატივები შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს მოიცავს:  შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, სპორტის განვითარება, განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დებულების თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

გამარჯვებული განაცხადების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/F1gGP ,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ცნობისთვის, 2025 წლის 18 ივლისს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო გრანტის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები; საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება; ეკონომიკური განვითარება; განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; სპორტის განვითარება; შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; სოფლის მეურნეობა; იურიდიული და პროფესიული განათლება; შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული მიმართულება მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

გამოგვყევით