logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პაატა კვიჟინაძე: ვინმეს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირში შეხვალ და თავზე ფული დაგეყრება - ეს ასე არ არის

პაატა კვიჟინაძე: ვინმეს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირში შეხვალ და თავზე ფული დაგეყრება - ეს ასე არ არის

1733831880

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, პაატა კვიჟინაძეს  მიაჩნია, რომ სანამ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, ეკონომიკურად ძლიერი უნდა იყოს.

აქვე დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ საქართველოს, კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის, მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

“2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიარდ ლარზე მეტი მატებაა. ეს თანხა მთლიანად არის გადასახადებიდან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ფული მოგვიტანა არა სესხებმა, არამედ ეკონომიკამ, ზუსტად იმ სწორი პოლიტიკის გამო, რაც საქართველოში ხდება. ეკონომიკა გაიზარდა და ეს თანხებიც შემოვიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, ოქტომბერში გამოაქვეყნა პროგნოზები - თუ ამ პროგნოზებს შევადარებთ 2024 წლის ბიუჯეტს, რასაც ახლა ვიღებთ, ეკონომიკური ზრდით საქართველო არის პირველ ადგილზე ევროკავშირისა და სამეზობლო ქვეყნებში და მე-6 ადგილს იკავებს მსოფლიოში.

თუ შევადარებთ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებსაც სურვლი აქვთ, რომ ევროკავშირში შევიდნენ, ეკონომიკური ზრდით ახლოსაც არავინ დგას ჩვენთან, პირველ ადგილზე ვართ, ბიუჯეტის დეფიციტით მესამე ადგილზე ვართ, მეოთხე ადგილზე მთავრობის ვალის სიმცირით და ცალსახად ვუსწრებთ უკრაინასაც და მოლდოვასაც.

კი ახლა საუბარია სხვადასხვა თემებზე, დემოკრატია, სასამართლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ეკონომიკაზე გადის.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირში შეხვალ და თავზე დაგეყრება ეს ფული და უცებ ცხოვრების დონე აიწევს, ეგ არ არსებობს. პოლონეთი, ჩეხეთი , სლოვაკეთი, თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, როდესაც ევროკავშირში შევიდნენ, ზოგი 20 წლის წინ, ზოგი გვიან, მათ იქ შეუქმნეს პირობები, რომ 6%-7 %-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონოდათ და 20 წლის განმავლობაში გახდნენ, ის, რაც გახდნენ.

წარმოიდგინეთ ჩვენ უკვე გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა და ამას უნდა შენარჩუნება, ამაზე დიდი საქმე დღეს ქვეყანას არ აქვს. ყველაფერი ის, რაც ახლა გარეთ ხდება, ძალადობრივ აქციებს ვამბობ, არ ვგულისხმობ მშვიდობიან აქციებს, ეს არის ქვეყნის მტრობა იმ გაგებით, რომ ჩვენ ვჭრით იმ ტოტს, რაზედაც ვზივართ. 

ჯოხის დარტყმით ეს ეკონომიკა არ შეიქმნება და არავინ არაფერს მოგცემს, ამას წლები უნდა. “ქართული ოცნება” სულ ხომ არ იქნება, ეს ყველას საქმეა, ოპოზიციის, პოზიციის, რომ ეს სიტუაცია უნდა დაწყნარდეს და ხელი შევუწყოთ, რომ ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს”,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ სესიაზე, სადაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტს განიხილავენ.

გამოგვყევით