Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის, ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, ქვეყნის ძლიერი მხარე დივერსიფიცირებული ეკონომიკაა. კერძოდ, სახელმწიფო და ბიზნესს სექტორი ერთ რომელიმე დარგზე დამოკიდებული არ არის. ამის შესახებ ევა ბოჭორიშვილმა ბიზნესს ასოციაციის კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ტემპი უნდა შენარჩუნდეს.
"მუდმივად აქტუალურია კითხვა: მაღალი ეკონომიკური ტემპი, რაც გვაქვს, რამდენად მდგრადია და მომავალში რამდენად შენარჩუნდება?! აქედან გამომდინარე გავეცით კითხვებს პასუხი, კერძოდ, თუ რა იწვევს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას. ასევე ამავე კონტექსტში განვიხილეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი გაგრძელდეს.
ქვეყნის ძლიერი მხარეა, რომ ფისკალური ეკონომიკა გვაქვს, კერძოდ, ვალს დაბალ დონეზე ვინარჩუნებთ. რაც შეეხება გამოწვევებს, გამოწვევები ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაა. აქ ხაზი გავუსვით, როგორც შიდა, ასევე საგარეო ინვესტიციებს, აღნიშნული მიმართულებით მუშაობის დაჩქარებაა მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. დაბოლოს, ჩვენი გამოწვევაა - სამუშაო ძალის, სპეციალისტების ნაკლებობა", - აღნიშნავს ევა ბოჭორიშვილი.