logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში ფასები 6%-ით გაიზარდა

2024 წლის აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში სულ 3133 ტრანზაქცია განხორციელდა. „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, ეს 5%-ით ნაკლებია 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით.

საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე $1,233 შეადგინა, რაც 6%-იან წლიურ ზრდაზე მიუთითებს.

ქირავნობის საშუალო ფასი კი, აგვისტოში, კვადრატულ მეტრზე $11,5 იყო. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-იანი შემცირებაა.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, ამავე თვეში, ბაზრის ზომა 250 მლნ აშშ დოლარად შეფასდა, რაც წლიურ 1%-იან შემცირებაზე მიუთითებს.

გამოგვყევით