logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"თუ საპენსიო ასაკს მიღწეული აპარატის თანამშრომლები სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავლენ, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ"

"თუ საპენსიო ასაკს მიღწეული აპარატის თანამშრომლები სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავლენ, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ"

1741679706

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, თუ საპენსიო ასაკს მიღწეული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავლენ, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

ცვლილებების მიხედვით, საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლებისთვის კომპენსაცია პარლამენტის აპარატის ბიუჯეტიდან გაიცემა, ხოლო კომპენსაციის ოდენობასა და გაცემის წესს საკუთარი ბრძანებით პარლამენტის თავმჯდომარე დაადგენს.

პროექტის თანახმად, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება უფლებამოსილება, ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი.

„აღნიშნული ცვლილება დამატებით სოციალურ პირობებს შექმნის საპენსიო ასაკს მიღწეული პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის, რითაც მათ კიდევ ერთხელ დაუფასდებათ წლების განმავლობაში პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი წვლილი და ხელი შეეწყობა მათ უკეთ ადაპტირებას შეცვლილ გარემოსთან“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

1tv.ge 

გამოგვყევით