logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხთა რიგშია "შუა დერეფნის" ახალი შესაძლებლობები"

"თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხთა რიგშია "შუა დერეფნის" ახალი შესაძლებლობები"

1741330786

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია თურქმენეთში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სექტორული შეხვედრები, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა .

ირაკლი ქარსელაძის თქმით, იქნება მსჯელობა როგორც მიმდინარე საკითხებზე, ასევე - თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და გაფართოების მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია თურქმენეთში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები. ბუნებრივია, იქნება მსჯელობა, როგორც არსებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე, ასევე, ეს შეხვედრები მოგვცემს შესაძლებლობას, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და გაფართოების მიმართულებით წარიმართოს მსჯელობები.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან საკითხთა რიგშია შუა დერეფნის ახალი შესაძლებლობები, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც საქართველოშია. ამ მიმართულებით, ის მზარდი შესაძლებლობები, რაც უკვე დერეფანს გააჩნია, ბუნებრივია, თურქმენეთისთვის, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის, ძალიან საინტერესო იქნება.

გათვალისწინებულია სხვადასხვა შინაარსის შეხვედრები, ისევე, როგორც გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. უმაღლეს დონეზე ტარდება აღნიშნული შეხვედრები, რაც შესაბამისი საკითხების არა მარტო განხილვის, არამედ კონკრეტული ნაბიჯების და ხელშესახები შედეგების მიღების შესაძლებლობის კარგი წინაპირობაა“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოგვყევით