logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზება სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზება სტუდენტებისთვის

1741362318

მარტის დღესასწაულები მოახლოვდა და ალბათ ფიქრობ, როგორ გაახარო შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა სტუდენტური ბარათის მფლობელებისთვის სპეციალურ შეთავაზებები მოამზადა.  

შეთავაზების ფარგლებში, საგაზაფხულო დღესასწაულებისთვის Student Card-ით გადახდისას სხვადასხვა მაღაზიაში სპეციალურად შენთვის შექმნილი ფასდაკლებებითა და ქეშბექებით ისარგებლებ. 

მხოლოდ 8 მარტს:

8 მარტი ეძღვნება მას, ვისაც უყვარს თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა და სუნამოები. ყველაზე ცნობილ პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელებში 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებ: Ici paris, Kiko milano, Aden cosmetics.  

40%-იანი ქეშბექი გელის MINISO-შიც სადაც უამრავ საინტერესო, ფერად და საჭირო ნივთს იპოვი.

ქეშბექის გარდა, ამ მაღაზიებში სხვა ფასდაკლებებიც დაგხვდება შერჩეულ კოლექციაზე და შეგიძლია ყველაზე ხელსაყრელ ფასად შეიძინო სასურველი სუნამო ან კოსმეტიკა. 

ინფორმაციისთვის, ჯამში ოთხივე მაღაზიაში 100 ლარის დაბრუნებას შეძლებ

1-ლიდან 8 მარტის ჩათვლით

მთელი კვირის განმავლობაში PLUS ქულების ცვენა გელოდება. სხვადასხვა მაღაზიაში 30-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებ (მაქს. 10 000 PLUS-ს თითოეულ კომპანიაში).  დაგროვილი ქულები კი შეგიძლია სხვა საჩუქარზე გადაცვალო ან უფრო დიდი მიზნისთვის შეინახო. 

გა-30-მაგებული PLUS ქულები დაგერიცხება შემდეგ ობიექტებში: 

Ceramic Studio 1300

განჯინა

კონა

დარი

Her Store

სკივრი

კენე

Beauty Bar

Lilat Flowers

სილვერ სთორი

იკანი 

მოემზადე ფასდაკლებებით დახუნძლული გაზაფხულისთვის სტუდენტურ ბარათთან ერთად და გაახარე ადამიანები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის!

ხოლო, თუ ჯერ კიდევ არ გაქვს სტუდენტური ბარათი, მობილბანკის განახლებულ ვერსიაში შეგიძლია რამდენიმე წუთში ციფრული ბარათი შეუკვეთო, ახალი დიზაინით. 

გამოგვყევით