logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"2024-2025 წლებში საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად იზრდება"- სემეკი

2024-2025 წლებში სატარიფო საქმის წარმოების ფარგლებში, საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად იზრდება.

როგორც სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, გივი სანიკიძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" აცხადებს, სატარიფო საქმის წარმოების ფარგლებში საინვესტიციო გეგმების შეთანხმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ტარიფების დადგენა სხვადასხვა სექტორისთვის ყოველწლიურად ხდება.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს, მარეგულირებელმა კომისიამ 2021-2025 წლების გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმა შეითანხმა, რომელიც განაწილების სექტორში, საშუალოდ წელიწადში 150 მლნ. ლარამდე გულისხმობდა, ხოლო გადაცემის სექტორში 100 მლნ. ლარს აღემატებოდა.

"მიმდინარე წელს, ელექტროენერგიის გადაცემისა და გადანაწილების ტარიფების კორექტირების განხორციელების და მასთან ერთად საინვესტიციო გეგმის განახლების საჭიროებაა. მაგალითისთვის, "თელასის" ქსელში, მარეგულირებელმა კომისიამ 2024-2025 წლებში, წელიწადში დაახლოებით 115 მლნ. ლარის ინვესტიცია დაადგინა,"- აცხადებს სანიკიძე.

მისი განმარტებით, აღნიშნული თანხა ქსელის რეაბილიტაციისკენ იქნება მიმართული, ამასთან  ამ საინვესტიციო პროექტების მესამედი ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟისთვის იქნება განკუთვნილი.

რაც შეეხება "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელს, აქ ინვესტიციები ორმაგდება და ქსელში დაახლოებით 200 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. აღნიშნულ საინვესტიციო პროექტებს კი მარეგულირებელი კომისია დეკემბერში შეითანხმებს.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად ამბიციური საინვესტიციო გეგმებისა, ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება. 

გამოგვყევით