logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება"- სემეკი

"მიუხედავად ამბიციური საინვესტიციო გეგმებისა, ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს" სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ქსელური ტარიფები გრძელვადიან პერიოდში დგინდება, მიწოდების ტარიფები განახლებას ექვემდებარება.

მიუხედავად იმისა, რომ ტარიფებს 5 წლით ვადგენთ, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ტარიფების კორექტირების საჭიროება არ დგას.  ამ ეტაპზე, მიწოდების ტარიფების გაანგარიშების პროცესი მიმდინარეობს და 2024 წლის 1 იანვრიდან, ახალი ტარიფები დადგინდება,"- აცხადებს სანიკიძე.

მისივე ცნობით, ტარიფების დადგენა ყოველწლიურად ხდება, რომელიც ფაქტობრივი დანახარჯების აუდიტსა და დეტალურ შესწავლას როგორც საოპერაციო ხარჯების, ასევე უკვე შესრულებული საინვესტიციო პროექტების ანალიზს გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ  გარდა ტარიფების განახლებისა,მომავალი წლიდან განახლდება საინვესტიციო გეგმებიც, რომელიც სატარიფო მიზნებისთვისაა შეთანხმებული.

გამოგვყევით