logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა 2027 წლის ივლისისთვის გააქტიურდება" - Galt & Taggart

დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა (ბაზარი, სადაც მონაწილეები: გამომშვებები, მომწოდებლები, ან მსხვილი მომხმარებლები ელექტროენერგიას ყიდულობენ, ან ყიდიან ერთი დღით ადრე, ვიდრე რეალური მიწოდება მოხდება) გააქტიურდება, როდესაც ქვეყანა საათობრივ ანგარიშსწორებაზე გადავა. აღნიშნული  2027 წლის ივლისისთვისაა დაგეგმილი. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი

მათივე ინფორმაციით, 2025 წლის პირველ 9 თვეში ენერგეტიკული ბირჟის პლატფორმით 129.8 გვტ.სთ, ანუ მთლიანი მიწოდების მხოლოდ 1.1%-ი გაიყიდა.

ამასთან, როგორც კვლევიდან ვიგებთ, აღნიშნული მოცულობა ბოლო თვეებში მკვეთრადაა გაზრდილი, თუმცა ფასზე და მიწოდების ტენდენციებზე  კვალიფიციური დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი მაინც არაა.

"2025 წლის მაისში, ივნისში და ივლისში ვაჭრობის მოცულობის ზრდა დაკავშირებულია ალტერნატიულ ბაზრებზე ფასის სიმცირით, კერძოდ, ესკოს შესასყიდი ფასი ამ პერიოდში კვტ.სთ-ზე 4.021 თეთრს (რეგულაციიდან გამომდინარე) შეადგენდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გამოგვყევით