logo
Loading data...

IMF: ელექტროენერგიის ბაზარი, რომლის გახსნაც რამდენჯერმე გადაიდო, უნდა გაიხსნას

IMF: ელექტროენერგიის ბაზარი, რომლის გახსნაც რამდენჯერმე გადაიდო, უნდა გაიხსნას

1710835200

"ელექტროენერგიის ბაზარი, რომლის გახსნაც რამდენჯერმე გადაიდო, უნდა გაიხსნას,"-  ამის შესახებ IMF-ის მისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკის მხარდამჭერი სქემის დამატებებითი მოცულობა სიმძლავრზე განახლებული მოთხოვნისა და მიწოდების პროგნოზების საფუძველზე უნდა განისაღვროს.

"ამასთან, ახალი სიმძლავრეების საჭიროება უნდა შემცირდეს იმ ძველი პროექტების მოცულობით, რომელთა განხორციელება არსებული კონტრაქტების მიხედვით უკვე მიმდინარეობს. ფისკალური რისკების შეზღუდვის მიზნით, ძველი პროექტები, რომელთა განხორციელება წინ არ მიდის, უნდა შეწყდეს, ხოლო სქემის ხარჯებმა არ უნდა შექმნან დამატებითი ფისკალური რისკი,"- ნათქვამია IMF-ის მისიის დასკვნაში. 

შეგახსენებთ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა 2021 წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. ამჯერად ბირჟის გახსნა  2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი.

სოფო ქსოვრელი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით