"გროს ენერჯი ჯგუფის" ფინანსური დირექტორის ირაკლი ტყებუჩავას შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ენერგოდამოუკიდებელი გახდეს.
"ეს დამტკიცებულია ყველანაირი კვლევებით. ჩემი აზრით, ეს რომ განხორციელდეს, საჭიროა, რომ ინვესტორებმა შეასრულონ თავისი ვალდებულება, რადგან ძალიან ბევრი მემორანდუმია გაფორმებული და ხშირად ხდება მათი გადავადება, გარკვეული მიზეზებით, მაგრამ ვფიქრობ, ზოგიერთი მიზეზი არაადეკვატურია.
კარგად უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი და თუ რეალური პრობლემაა, სახელმწიფო გვერდში უნდა დაუდგეს ბიზნესს და დაეხმაროს გადაჭრაში. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა პრობლემები ყოველთვის არსებობს და ამ მხრივ, ბიზნესმაც უნდა იმუშაოს და სახელმწიფომაც", - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.