logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

საქართველოში ელექტროენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პირველი პროექტი განხორციელდება

საქართველოში ელექტროენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პირველი პროექტი განხორციელდება. საუბარია 200 მგვტ სიმძლავრის პროექტზე, რომლის საინვესტიციო ღირებულება $150 მლნ-ია.

“ეს არის პირველი და საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომელიც მოკლევადიან პერიოდში სისტემას მოქნილობის საშუალებას აძლევს. თუ საჭირო გახდა სისტემის დაბალანსება სწრაფად, ეს საშუალებას მისცემს სსე-ს როგორც სისტემის მდგრადობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას, რომ გამოიყენოს ის რესურსი, რაც ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობას ექნება.

ვფიქრობ, პროექტი ჩვენი ენერგოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მისი როლი ძალიან დიდია სსე-სთვის, როგორც ენერგეტიკის სექტორის ხერხემლისთვის. მოუთმენლად ველით ამ პროექტის განხორციელებაში ასევე, კერძო სექტორის ჩართულობას” - ამბობს ჟურნალისტებთან საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელი ნოდარ რუაძე.

მისივე ცნობით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულების ეტაპზეა და მისი განხორციელება 2 წლიან პერიოდში რეალურია. ასევე, პოტენციურ ინვესტორებთან დამყარებულია კონტაქტებიც.

პროექტი “აზიის განვითარების ბანკის” მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოგვყევით