logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სემეკმა ბუნებრივი გაზის მომხმარებლად რეგისტრაციისთვის განაცხადის ფორმები დაამტკიცა

სემეკმა ბუნებრივი გაზის მომხმარებლად რეგისტრაციისთვის განაცხადის ფორმები დაამტკიცა

1734075631

საჯარო სხდომაზე სემეკმა დაამტკიცა განაცხადის ფორმები, რომელიც მრავალბინიან სახლებში გათბობის საერთო სისტემით მოსარგებლეთა, ბუნებრივი გაზის მომხმარებლად რეგისტრაციისთვის არის განკუთვნილი. გამანაწილებელ კომპანიებს დაევალათ აღნიშნული განაცხადის ფორმების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსება

ცნობისთვის: სემეკის მიერ შემუშავებულია რეგულაცია, რომელიც მრავალბინიან სახლებში გათბობის საერთო სისტემით სარგებლობის ხელშეწყობას ეხება. რეგულაციის შესაბამისად, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მრავალბინიანი გათბობის საერთო სისტემის - მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული - ფიზიკური, იურიდიული პირი თუ ამხანაგობა, გათბობის საერთო სისტემის მფლობელ მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო ტარიფით, ამ ცენტრალური გათბობის მოსარგებლეთა მიზნობრიობიდან გამომდინარე. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნით იქნა მოხმარებული.

ამასთან, ცენტრალური გათბობით მოსარგებლე საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიიღებს სხვადასხვა სარგებელს:

  • შემცირებული გადასახადი ბუნებრივ გაზზე (გათბობასა და ცხელ წყალზე დანახარჯების შემცირება);
  • ბინაში ინდივიდუალური ქვაბის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების (ტექნიკური გაუმართაობა და სხვა) არიდება და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება;
  • გათბობასა და ცხელ წყალზე განახლებადი ენერგიით (მზის, გეოთერმული, ბიო ენერგიის და სხვა) სარგებლობის შესაძლებლობა;
  • ცენტრალური გათბობის სისტემის მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტით სარგებლობა.

ასევე შესაძლებელი გახდება ნამწვი აირების გაფრქვევის შემცირება და კონტროლი.

energynews.ge 

გამოგვყევით