logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება" - ლაშა ხუციშვილი

"2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება" - ლაშა ხუციშვილი

1794386940

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წელს 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო, მათ შორის: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი;

საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე - 150 მილიონ ლარზე მეტი;

საბავშვო ბაღების 40 ათასზე მეტი პერსონალის ხელფასების ზრდაზე - 60 მილიონი ლარი; კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული 35 ათასამდე ადამიანის ხელფასების ზრდაზე - 40 მილიონ ლარზე მეტი;

სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, ჯამში, 7 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 15 მილიონ ლარზე მეტი;

დანარჩენ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე, ჯამურად, მიიმართება 250 მილიონ ლარამდე.

გამოგვყევით