logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

აგვისტოში ფულადი გზავნილების წლიური ზრდა აშშ-ის შემთხვევაში 24.88%-ი, ევროკავშირის ქვეყნების - 12.40%-ია

აგვისტოში ფულადი გზავნილების წლიური ზრდა აშშ-ის შემთხვევაში 24.88%-ი, ევროკავშირის ქვეყნების - 12.40%-ია

1726478237

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით.

2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი (784.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 0.3%-ით (0.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა – 50.77 მილიონი აშშ დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია-  49.29 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს 42.55 მილიონი აშშ დოლარით  რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია, 25.37 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი, 22.35 მილიონი აშშ დოლარით.

2024 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.1 მლნ აშშ დოლარი (89.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით მეტია.

გამოგვყევით