logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ახალი პროდუქტებით და სერვისებით ოპერირებას მაქსიმუმ 3 თვეში დავიწყებთ" - მარიამ ნანავა

"ახალი პროდუქტებით და სერვისებით ოპერირებას მაქსიმუმ 3 თვეში დავიწყებთ" - მარიამ ნანავა

1743507011

“ახალი პროდუქტებით და  სერვისებით  ოპერირებას  მაქსიმუმ 3 თვეში დავიწყებთ,” - ამის შესახებ  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის”  პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  მარიამ ნანავამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „კრისტალი“ ახლა მოსამზადებელ პერიოდს გადის.

„მიმდინარე წლის 12 თებერვალს  მიკრობანკის ლიცენზია მივიღეთ, ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ გადასულები რომ ოპერირება დავიწყოთ.  მიკრობანკი ბაზრისთვისაც ძალიან ახალია. შესაბამისად, მომხმარებლის მხრიდან გაზრდილია ინტერესი იმ კუთხით, თუ რა შეთავაზებებს  გააკეტებს „კრისტალი“ და როგორ შეიცვლება მომხმარებლის  ყოველდღიურობა „კრისტალთან“ ურთიერთობაში,“- აცხადებს მარიამ ნანავა.

კითხვაზე, თუ მომხმარებლის მხრიდან რა ტიპის ინტერესის გამოხატვა ხდება, ნანავა აცხადებს, რომ „კრისტალს“ ინტერესესის გამოხატვის  რამდენიმე არხი აქვს, მათ შორის, ცხელი ხაზი, ფილიალები, სოციალური ქსელები და ა.შ.

„პირველი შეკითხვები იყო, მივიღებდით თუ არა  დეპოზიტებს. ჩვენ 27 წელია რაც ბაზარზე ვართ და  საკრედიტო პროდუქტებით  მრავალფეროვან შეთავაზებას ვაკეთებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის. ახლა კი სხვა არასაკრედიტო პროდუქტების მიმართ ინტერესია გაზრდილი.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახალი პროდუქტებით და  სერვისებით  დავიწყებთ ოპერირებას  მაქსიმუმ 3 თვეში, თუმცა, ამ ვადამდე ახალი პროდუქტი მომხმარებლისთვის გავუშვით, ეს არის საინვესტიციო პროდუქტი - მონეტა, რომელიც შინაარსობრივად გავს დეპოზიტს, თუმცა, არსობრივად განსხვავებული პროდუქტია, რომელსაც ვთავზობთ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს 3 ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო),“-აცხადებს მარიამ ნანავა.

რაც შეეხება იმას, თუ რა მსგავსებაა დეპოზიტთან და მისი ქონის შემთხვევაში რა უპირატესობები აქვს  მომხმარებელს, ნანავა აცხადებს, რომ  მონეტა არის ფასიანი ქაღალდი და  დაბადების საუკეთესო საშუალება.

„მასზე მუშაობა მიკრობანკად გარდაქმნამდე დავიწყეთ.  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა არ გვქონდა, თუმცა, თავისუფალი ვიყავით თანხების მოზიდვაში, ანუ ამ პროდუქტის სახით.„კრისტალისთვის“ ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი,რომ  ძირითადი ინვესტიციები და თანხის მოზიდვა ხდება ინვესტორებისგან, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული და  ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ ფულადი სახსრები, რომელსაც მომხმარებლებს  ვთავაზობთ კრედიტების სახით, შედარებით შეღავათიან ფასებში  იყოს.  ამიტომ ეს პროდუქტი, ჩვენთვისაც და მომხმარებლებითვისაც ამ მიზნობრიობით ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება თვითონ პროდუქტის შინაარსს - არის დაბანდების საუკეთესო საშუალება, თუ ადამიანებს აქვთ გადანახული თანხა ინვესტირებისთვის,ეს არის შესაძლებლობა ძალიან კარგ და კონკურენტულ პროცენტში  „კრისტალში“ განათავსონ.

როდესაც ვამბობ,  რომ კონკურენტუნარიანი პროცენტებია, ეს ნამდვილად ასეა, ბაზარსაც რომ გადავხედოთ -  თუ რა შეთავაზებებს აკეთებენ ბანკები, დაახლოებით 2-3%-იანი სხვაობააა ლარში, 4%-მდე -  ვალუტაში. შესაბამისად, მომხმარებლებისთვის, ვფიქრობ ძალიან მისაღები უნდა იყოს. პროდუქტი უკვე ჩაშვებულია და საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ. 

ჩვენ ბაზარზე 1998 წლიდან ვართ და როგორც იცით ბევრი ეტაპი გამოვიარეთ იმისათვის, რომ ეს ნდობა ჩამოგვეყალიბებინა და შეგვენარჩუნებინა.  იყო რთული პერიოდები, პანდემია და ყველა გამოწვევა,ძალიან ღირსეულად გავართვით თავი. შესაბამისად, ეს ახალი ეტაპი  - მიკრობანკად ტრანსფორმაციაც ერთ-ერთი პასუხია სანდოობის ნაწილშიც.  გვენდო ეროვნული ბანკიც, ლიცენზია მოგვცა. ვფიქრობ, რომ ამ ამპლუაშიც ძალიან წარმატებულები ვიქნებით,“-აცხადებს ნანავა.

რაც შეეხება რამდენად შეუძლია „კრისტალს“  რეალურ კონკურენციაში შესვლა, მარიამ ნანავა აღნიშნავს, რომ „კრისტალი“ რეალურ კონკურენციაში ბანკებთან ძალიან დიდი ხანია რაც არის. სამომავლოდ კომპანია გეგმავს როგორც ტრადიციული საბანკო მომსახურებების, ისე დისტანციური არსების განვითარებასაც. 

შეგახსენებთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალმა”  მიკრობანკის ლიცენზია ეროვნული ბანკისგან 1 თვის წინ მიიღო.

გამოგვყევით