logo
Loading data...

ბანკების რეიტინგი საცალო ანაბრებით

ბანკების რეიტინგი საცალო ანაბრებით

1711551720

პირველი მარტისთვის საბანკო სექტორში ფიზიკური პირების 27 მლრდ ლარის დეპოზიტებია და 81%  სისტემურ 2 ბანკშია. საცალო დეპოზიტარების უმრავლესობა  საქართველოს ბანკს და თიბისის ირჩევს.

ბაზარზე ოპერირებად 17 ბანკში (თუ ახლად ლიცენზირებულ ციფრული ბანკებსაც (პეისერა, ჰეში, პეივ ჯორჯია) მივათვლით) 8 კომერციული ბანკია, რომლის საცალო ანაბრების პორტფელი ნახევარი მილიარდის ლარის ფარგლებშია/აღემატება. 

საცალო ანაბრების პორტფელის დოლარიზაცია კვლავ მაღალია. კოეფიციენტი 64%-ს აღემატება. სებ-ის სტატისტიკით, საცალო პორტფელში 17.4 მლრდ ლარის ეკვივალენტი სავალუტო დეპოზიტებია, ლარში კი 9.6 მლრდ-ის ფარგლებში.

TOP 8 ბანკი საცალო დეპოზიტებით (000 ₾)

  01.03.2024    01.09.2023  
საქართველოს ბანკი 12 553 903 11 469 600
თიბისი   9 669 369   9 264 300
ლიბერთი    1 743 961   1 546 072
ბაზისბანკი    1 066 748      962 763
კრედო       623 075      504 900
ქართუ      504 684      398 055
პროკრედიტი      493 305      441 800
ტერაბანკი      472 025      435 300
     
     
წყარო: კომერციული ბანკები

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით