სებ-ის სტატისტიკით, ნახევარწლიური ანგარიშით (H1/2024), საბანკო სექტორის მოგების გადასახადი 260 მლნ ლარს აღემატება.
საინვესტიციო ბანკირების მოლოდინით, 2024-ის მოგებიდან 2025 -ის ბიუჯეტში ბანკების შენატანი ნახევარ მილიარდს გადაჭარბებს.
ბანკები მოგების გადასახადს უკვე გაზრდილი, 20%-იანი განაკვეთით ისტუმრებენ. H1/2024 -ის კონსოლიდიორებული წმინდა მოგება 1,467 მლრდ ლარია, მოგება გადასახადი გადახდამდე კი 1.7 მლრდ -ს აღემატება.
პირველის ივლისის მდგომარეობით, მომგებიანი ბანკების (12) კრებსითი მაჩვენებელი 1,484 მლრდ ლარია. ზარალზეა 5 ბანკი, მათ შორის სილქ ბანკი, ასევე სანქცირებული ვითიბის შვილობილი, რომელსაც საოპერაციო საქმიანობნა შეზღუდული აქვს და ციფრული ბანკები (პეისერა, ჰეშ ბანკი, პეივ ბანკი), რომლებსაც სრულყოფილ საოპერაციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყიათ.
საბანკო სექტორის კონსოლიდირებული მოგება თვეების მიხედვით
2024 | ივნისი | ₾ | 252.2 | მლნ |
2024 | მაისი | ₾ | 279.4 | მლნ |
2024 | აპრილი | ₾ | 224.7 | მლნ |
2024 | მარტი | ₾ | 250.5 | მლნ |
2024 | თებერვალი | ₾ | 225.7 | მლნ |
2024 | იანვარი | ₾ | 234.9 | მლნ |
2023* | ივნისი | ₾ | 252.8 | მლნ |
2023* | მაისი | ₾ | 237,6 | მლნ |
2023* | აპრილი | ₾ | 180.0 | მლნ |
წყარო: სებ-ი
*მონაცემი წარმოდგენილია GAAP-ით. სექტორი IFRS ანგარიშგებაზეა 07/2023-დან
ბანკები წმინდა მოგებით H1/2024
საქართველოს ბანკი | 721,152,000 | ₾ |
თიბისი | 568,045,000 | ₾ |
ლიბერთი | 56,495,000 | ₾ |
ბაზისბანკი | 36,969,000 | ₾ |
კრედო | 24,089,000 | ₾ |
პროკრედიტ ბანკი | 18,056,000 | ₾ |
ტერა ბანკი | 16,149,000 | ₾ |
ქართუ | 15,985,000 | ₾ |
ხალიკ ბანკი | 10,592,000 | ₾ |
წყარო: კომერციული ბანკები >10 მლნ-ზე მეტი მოგებით