logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ფორსაითი" სახაზინო ობლიგაციების ინდექსური ფონდის შექმნას განიხილავს

აქტივების მმართველი კომპანია „ფორსაითი“  ისეთი საინვესტიციო ფონდის შექმნას გეგმავს, რომლის მიზანიც ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების ყიდვა იქნება.  კომპანიაში ამ ეტაპზე პროდუქტის შესაძლო მომგებიანობის შეფასება მიმდინარეობს.

როგორც  "ფორსაითის" საინვესტიციო ოფიცერი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს სახაზინო ობლიგაციების ინდექსური ფონდის განვითარების მთავარი  გამოწვევა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ზომაა.

სახაზინო ობლიგაციებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში სულ რამდენიმე მყიდველია. ბანკები, საპენსიო ფონდი და ძალიან მცირე წილი უჭირავს  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.  სახაზინო ობლიგაციების ინდექსური ფონდის გაკეთების მთავარი პოლიტიკა იქნება  დამზოგველებისგან თანხების მოზიდვა და ამ ფინანსური რესურსით სახაზინო ობლიგაციების ყიდვა. თუმცა,  ჩვენ კომერციული ორგანიზაცია ვართ და იმისთვის რომ შევქმნათ  ესა თუ ის  პროდუქტი, ბუნებრივია  მომგებიანი უნდა იყოს. ამ მხრივ კი ბაზრის სიმცირე მნიშვნელოვანი გამოწვევაა," - აღნიშნა რატი მორჩილაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ ბაზარზე მასშტაბური, სახაზინო ობლიგაციების  აუქციონის ჩატარება დააანონსა.

გამოგვყევით