Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგზონი 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა.
როგორც საინვესტიციო ბანკის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, ეკონომიკური პროგნოზის გადახედვის მიზეზი მიმდინარე წლის ორ თვეში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო.
„წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 9.4%-ს მიაღწია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროფესიული და სამეცნიერო, IT, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სამთო სექტორების გაზრდილმა აქტივობამ, ხოლო წარმოების და სამშენებლო სექტორები შემცირდა.
თებერვალში მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის გამო, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი საბაზისო რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე, წინა 5.0%-იანი პროგნოზიდან“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
ცნობისთვის, "საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტია.