დღევანდელ რეალობაში, როცა გლობალიზაცია საფრთხის ქვეშაა და ადგილი აქვს დანაწევრებას, საქართველოს შეუძლია ამ სიტუაციით ისარგებლოს და რეგიონალიზაციის ცენტრი გახდეს. საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და მას შეუძლია სამეზობლოსთან თანამშრომლობა, მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოში ეკონომიკური შედეგების კარგ მაგალითს ხედავენ“, - ამის შესახებ ისრაელის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, G30-ის თავმჯდომარემ იაკობ ფრენკელმა თბილისში, სებ-ის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
ფრენკელის შეფასებით, ლარიზაცია და საქართველოს ეკონომიკის ფაქტობრივი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს აღმავლობის გზაზე.
ისრაელის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე ხაზი გაუსვა სებ-ის როლს პოზიტიური ეკონომიკური შედეგების მიღწევაში.
„თუ შევხედავთ ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას, საბანკო სისტემას, ზოგადად ინოვაციებს, დავინახავთ სებ-ის ძალისხმევას, თუ როგორ ცდილობს, გაგრძელდეს ლარიზაცია და საქართველოს წინსვლა“, - განაცხადა მან.
იაკობ ფრენკელმა ასევე დადებითად შეაფასა ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისში გამართული მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია მსგავსი მაღალი რანგის ღონისძიებაში მონაწილეობა.