logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"IMF ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა იმ რეფორმებისა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება" - ლაშა ხუციშვილი

"IMF ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა იმ რეფორმებისა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება" - ლაშა ხუციშვილი

1775555400

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა იმ რეფორმებისა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება - როგორც ფისკალური, ისე მონეტარული მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ძალიან ღირებულია ის ტექნიკური დახმარება და რეკომენდაციები, რომელსაც სავალუტო ფონდი გვიზიარებს.

"ჯამში 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ტექნიკური დახმარების მისია არსებობს. ასევე, რეგულარული მეოთხე მუხლის მიმოხილვა ყოველწლიურად, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ საკმაოდ სიღრმისეულად ქვეყანაში არსებულ პრიორიტეტებთან მიმართებაში.

გარდა ამისა, არის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელიც მოიცავს მათ შორის, ეროვნული ბანკის და მთავრობის მიმართულებით რეფორმებს. მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. ამ მიმართულებით ჩვენ ვიღებთ ყველა იმ სიკეთეს, რაც შესაძლებელია ქვეყანამ მიიღოს ტექნიკური ექსპერტიზის კუთხით. ძალიან ღირებულია ის ტექნიკური დახმარება და რეკომენდაციები, რომელსაც სავალუტო ფონდი გვიზიარებს. ეს არის პროცესი, რომელშიც სრულად არის ჩართული ფონდი და მომავალში გაცხადებულია, რომ ფონდი სრულად ჩაერთვება ამ რეფორმის განხორციელებაში. ჩვენ შეჯერებული ვართ, რომ რეფორმებთან მიმართებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერის საკმაოდ აქტიური პოზიცია აქვს გამოხატული და იმედი მაქვს, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით გაგრძელდება.

ასევე, პროგრამასთან მიმართებაში არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ ფონდი მზად არის ჩვენთან ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობის იქიდან გამომდინარე თუ რა საჭიროებები ექნება ქვეყანას. დასაფასებელია, რომ ფონდს არა მხოლოდ მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს საქართველოსთან, არამედ ასევე, აქვს მზაობა, რომ თუ პროგრამის საჭიროება იქნება - ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში განხორციელდება. თანამშრომლობა საკმაოდ აქტიურია”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

გამოგვყევით