logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1729083960

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო.

დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0131 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9567 ლარია. დღეს მოქმედი კურსი  კი 2.9742 ლარს შეადგენდა.  ევროს ცვლილებამ 0.0175 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 70 მლნ. აშშ დოლარიდან აუქციონზე  64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.

გამოგვყევით