logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

RS.GE-ზე საქონლის კოდის საძიებო სისტემა ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ნახვად გვერდებს შორისაა- თეონა ციმაკურიძე

"ჩვენ ვიყენებთ უკუკავშირის სისტემას, რითაც ვავითარებთ სერვისებს. საქონლის კოდის საძიებო ერთიანი სისტემა იყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გვერდი და მასზე დაფიქსირებული უკუკავშირი იყო ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი", - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" გადასახადის გადამხდელთა განათლების და მომსახურების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა თეონა ციმაკურიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კოდების საძიებო გვერდი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ღიაა .

"სისტემას ორი ფუნქციონალი აქვს. ერთით შესაძლებელია მოიძიოთ სასაქონლო კოდი, ან ნახოთ რომელი კოდი შეესაბამება კონკრეტულ კოდს საქართველოში. მეორე ფუნქციონალით, შესაძლებელია კოდი ჩაწეროთ და ნახოთ  აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით რა რეგულაციები ვრცელდება", - აცხადებს თეონა ციმაკურიძე.

გარდა ამისა, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მთავარმა მებაჟე ოფიცერმა ნათია გუმბერიძემ აღნიშნა, რომ სასაქონლო კოდი არის მსოფლიო საბაჟო ადმინისტრაციებისთვის განკუთვნილი საერთო საკომუნიკაციო ფორმა, რომელშიც მითითებულია საქონელი თავისი ციფრული კოდით.

"ორ მოვაჭრე ქვეყანას შორის ენის, კანონების და რეგულაციების განსხვავების მიუხედავად სასაქონლე კოდი არის ერთიანი და სტანდარტული, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს საბაჟო პროცედურებს", - აღნიშნა მან. 

გამოგვყევით