logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მიხეილ ყაველაშვილი IMF-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი IMF-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

1748866753

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ჟერონ კლიკსა და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველის შეხვდა.

"პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო და აღინიშნა ეკონომიკური განვითარების პოზიტიური შედეგები.

მხარეებმა საქართველოსა და IMF-ს შორის არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

აღინიშნა, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ბევრ სექტორში.

მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს მადლობა გადაუხადა საქართველოს მაკრო-ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გატარების პროცესში მხარდაჭერისთვის,"-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით