logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.5%-ს შეადგენს" - Galt&Taggart

"მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.5%-ს შეადგენს" - Galt&Taggart

1765192680

მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.5%-ს შეადგენს,-  მის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს. 

"საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 41.0%-ით გაიზარდა და 5.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბერში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 3.8%-ით გაიზარდა (+213.2 მლნ აშშ დოლარი).

რეზერვების ცვლილება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ცვლილებას (+41.2 მლნ აშშ დოლარი თ/თ), მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 დეკემბერს),"-აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გამოგვყევით