logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

1729179300

მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ეკონომიკაში ეკონომიკური ზრდა სტაბილიზაციას განიცდის მთელი რიგი კრიზისების შემდეგ.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ დონეს და განპირობებული იქნება შინამეურნეობების კერძო სამომხმარებლო და სახელმწიფო  ხარჯებით, ასევე ინვესტიციებით. 

"რეექსპორტი ცენტრალურ აზიაში (ძირითადად მეორადი ავტომობილების სახით) მკვეთრად გაიზარდა განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში, თუმცა სავაჭრო დეფიციტი, სავარაუდოდ, ორნიშნა დონეზე შენარჩუნდება.  პროგნოზის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 5 პროცენტამდე შენელდება და თავის პოტენციურ დონეს დაუბრუნდება.  ძირითადი რისკები მოიცავს გაურკვევლობას, რაც უკავშირდება არჩევნების შემდგომ პერიოდს და საქართველოს მიერ გადამწყვეტი პროგრესის მიღწევას ევროკავშირის წევრობის გზაზე,"-აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

გამოგვყევით