მრავაწლიანი მუშაობის შემეგ, Amazon-მა თავისი პირველი ფერად ეკრანიანი ელექტრონული წიგნი - Kindle წარადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Kindle Colorsoft-ის ღირებულება, Amazon-ზე განთავსებული სხვა მსგავსი მოწყობილებებისგან განსხვავებით, რომელთა ფასიც $149-დან $330-მდე მერყეობს, $280-ს შეადგენს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Colorsoft-ი ფერადი დისპლეის მისაღწევად LED-ებს და სხვა ტექნოლოგიებს ეყრდნობა. ახალ მოწყობილობას დაახლოებით რვაკვირიანი ბატარეის ხანგრძლივობა ექნება.
Colorsoft-ის მომხმარებლებისთვის მიწოდება 30 ოქტომბერს დაიწყება.