logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნიკა ობოლაძე: $500 მლნ-ად ოქრო რომ იყიდა სებ-მა, ახლა იმ ოქროს ფასი $900 მლნ-ს აჭარბებს და წლის დასაწყისიდან დღემდე რეზერვები $1.5 მლრდ-ით, $5.5 მლრდ-მდე არის გაზრდილი

ნიკა ობოლაძე: $500 მლნ-ად ოქრო რომ იყიდა სებ-მა, ახლა იმ ოქროს ფასი $900 მლნ-ს აჭარბებს და წლის დასაწყისიდან დღემდე რეზერვები $1.5 მლრდ-ით, $5.5 მლრდ-მდე არის გაზრდილი

1761024360

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაᲨი სხვადასხვა ანგარიᲨზე ჯამᲨი 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია. 2025 წლის იანვარ-სექტემრის სახელმწიფო ბიუჯეტის Შემოსავლები 102.5 % ით Შესრულდა. 2025 წლის 1 იანვარს 1.4 მილიარდი ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის ნაᲨთი, 20 ოქტომბერს 2.8 მლრდ ლარია. ამის შესახებ FB-ის საკუთარ გვერდზე პოლიტიკოსი და  ანალიტიკოსი, ნიკა ობოლაძე წერს.

"$500 მლნ -ად ოქრო რომ იყიდა ეროვნულმა ბანკმა, ახლა იმ ოქროს ფასი $900 მლნ-ს აჭარბებს და წლის დასაწყისიდან დღემდე რეზერვები $1.5 მლრდ-ით, $5.5 მლრდ-მდე არის გაზრდილი. თუმცა არის ეკონომიკური ზრდის შენელება და ზოგიერთი გადასახადი საპროგნოზო მაᲩვენებელზე მცირედით ნაკლები ამოვიდა, ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები არ არის. 3 წელი დაბალი მაჩვენებლის ფონზე, ზომიერად გაზრდილი ინფლაცია საბიუჯეტო შემოსავლებს აწი მხოლოდ დაეხმარება. ტურიზმიდან მიღებული Შემოსავლები წელს ისტორიულ რეკორდზეა.

2025 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად $10 000-დ გადააჭარბებს.ამას ვწერ იმიტომ რომ "აბა ომი გინდათ"-ის გარდა, ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია, რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და ჩვენ არც ამას ვიმჩნევთ,"-წერს ნიკა ობოლაძე. 

ფოტო, ნიკა ობოლაძის სტატუსიდან  

გამოგვყევით