logo
Loading data...

საბანკო სექტორი 3 მლრდ -იანი მოგებიდან ბიუჯეტში ჩარიცხვებს იწყებს

საბანკო სექტორი 3 მლრდ -იანი მოგებიდან ბიუჯეტში ჩარიცხვებს იწყებს

1711631400

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი, 2024 წლის 2 თვის მდგომარეობით, 80 მლნ ლარია. წლის ბოლომდე კიდევ დაგენერირდება და სექტორი მომავალ წელს, 15 აპრილიდან გაისტუმრებს.

შემოსავლების სამსახურმა საცალო და კერძო სექტორს, მ.შ. საბანკოს უკვე შეახსენა დეკლარაციების წარდგენის სავადო თარიღი - 1 აპრილი*

წელს ბანკები 2023 წლის მოგებიდან (წმინდა მოგება: ₾2.7 მლრდ; დაუბეგრავი ₾3.2 მლრდ) გადასახადს უკვე 20%-მდე გაზრდილი განაკვეთით ისტუმრებენ, მანამდე არსებული 15%-ის ნაცვლად. ე.ი. უფრო მეტს. ამას ემატება IFRS-ის ეფექტიც, ანგარიშგების საერთაშორისო სისტემის, რომელზეც სექტორი H1/2023-იდან გადავიდა.

საბანკო სექტორის მოგების გადასახადი თვეების მიხედვით

   
თებერვალი   38.5 მლნ
იანვარი  41.4 მლნ
დეკემბერი  48.7 მლნ
ნოემბერი  38.4 მლნ
ოქტომბერი  44.3 მლნ
სექტემბერი  46,2 მლნ
აგვისტო    40,6 მლნ

წყარო: სებ-ი

* მოგების გადახდის ვალდებულება კომპანიებს და მათ შორის ბანკებს, აპრილში მოეთხოვება, თუმცა ბალანსის ვადამდე შევსებაც არ იზღუდება. საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2023 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2024 წლის 1 აპრილამდეა, 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%)  მოგების გადასახადი (განაკვეთი -20%) კი არაუგვიანეს 15/05;15/07;15/09 და 15/12  სტუმრდება.

2017 წელს ამოქმედებული შეღავათიანი ნორმით რეინვესტირებული გადასახადისგან საფინანსო კომპანიების გარდა (ბანკი, მისო, ლომბარდი) ყველა გათავისუფლდა. 2018 წლის 1 იანვრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებიც (აიპი, სსიპი...). ბანკებისთვის 2023 წლამდე იყო გადავადებული, მაგრამ 2024 - დანაც არ ამოქმედებულა

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით