logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საბანკო სექტორს ლარის სესხებზე მეტად დოლარის პორტფელი ეზრდება

დაკრედიტების ზრდაში სავალუტო სესხების წილი მზარდია. სებ-ის ნოემბრის ანალიტიკური ცხრილების მიხედვით, ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი დაკრედიტების 14.6%-იან წლიურ ზრდაში, სავალუტო სესხების წვლილი 7%-ია.

წილი 2021 წლის კოეფიციენტზე (7.2%) ნაკლებია, თუმცა 2022 წლის ნიშნულზე (4.0%) მნიშვნელოვნად მეტი.

ბაზარზე მომავალი წლიდან, გარკვეულ ცვლილებებს ელიან. იანვრიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი ₾200 000-იდან  300 000-მდე იზრდება, თუმცა სავალუტო სესხზე ხელმისაწვდომობა მცირდება, რადგან მხოლოდ ჰეჯირებული კლიენტებისთვისაა, მხოლოდ იმ კატეგორიისთვის, რომლის ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი უცხოურ ვალუტაშია. 

9 თვის მდგომარეობით, ბანკების სავალუტო სესხების პორტფელი 8.3 მლრდ აშშ დოლარია. სავალუტო სესხების წლიური ზრდის ტემპი 15.4% ლარის დაკრედიტებისას აღემატება. ოქტომბრის მდგომარეობით, ლარის დაკრედიტებიოს წლიური ზრდა 14.56%-ია

გამოგვყევით