logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ბანკმა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგისგან წარმოშობის სერტიფიკატები შეიძინა

საქართველოს ბანკმა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგისგან წარმოშობის სერტიფიკატები შეიძინა

1771831391

საქართველოს ბანკი მწვანე და მდგრადი განვითარების მიმართულებით ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა თანამშრომლობა გააფორმა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგთან (CCEH). ხელშეკრულების საფუძველზე, 2025 წელს ბანკმა განახლებადი ენერგიის მწარმოებლისგან იმ ოდენობის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძინა, რა რაოდენობის ელ. ენერგიაც წლის განმავლობაში მოიხმარა.

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) არის საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და ამ დროიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ინვესტორებს წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტები. CCEH-ის საქმიანობის მთავარი მიმართულება სუფთა და განახლებადი ენერგიის განვითარებაა საქართველოში.

„გვწამს, რომ ყოველი ასეთი ინიციატივა წვლილს შეიტანს სუფთა ენერგიის განვითარებაში, მხარს უჭერს მწარმოებლებს და შედეგად ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და მდგრად მომავალთან მიახლოებას. ჩვენი მიზანია თანამშრომლობა გავაძლიეროთ ქვეყნის მწვანე გარდაქმნისთვის, რადგან განახლებადი ენერგია დღეს აუცილებელი და პასუხისმგებლიანი არჩევანია. გვახარებს საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - აღნიშნავს ნინო მაღრაძე, CCEH კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი.

წარმოშობის სერტიფიკატების შეძენა საქართველოს ბანკისთვის განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მნიშვნელოვან და პრაქტიკულ მექანიზმს წარმოადგენს. ამ ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში განახლებადი ენერგიის წარმოებისა და განვითარების წახალისებას, რაც სრულად შეესაბამება ბანკის მდგრადი განვითარების სტრატეგიას. გარემოზე ზემოქმედების შემცირება ჩვენი ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, წარმოშობის სერტიფიკატი ელექტრონული დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის კონკრეტული მოცულობა განახლებადი წყაროებიდან არის მიღებული.

სერტიფიკატები გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდასაჭერად, რათა ხელი შეუწყოს მიმწოდებლებისა და მომხმარებლების მიერ განახლებული ენერგიის მოხმარებას.

აღნიშნული ინიციატივა ორგანიზაციის მიერ გარემოსთვის მიყენებული ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას ისახავს მიზნად.

გამოგვყევით