logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

იანვარში ფულადი გზავნილები 16.6%-ით გაიზარდა და $282.6 მლნ შეადგინა - Galt & Tagart

სებ-ის მიხედვით, 2026 წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და 282.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის წლიური 19.3%-იანი ზრდის შემდეგ,- ამის შესახებ Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

მათივე ინფორმაციით, ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+18.3%, მთლიანის 47.2%), აშშ-დან (+10.0%, მთლიანის 18.4%), რუსეთიდან (+31.6%, მთლიანის 11.9%), ისრაელიდან (+15.7%, მთლიანის 8.7%) და თურქეთიდან (+26.2% წ/წ, მთლიანის 3.4%).

ამასთან, Galt & Tagart-ის პროგნოზით, მიმდინარე, 2026 წელს ფულადი გზავნილები 3.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. 

გამოგვყევით