logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს რადიოს 100  წლის იუბილესთან დაკავშირებით, სებ-ი საკოლექციო მონეტის გამოშვებას გეგმავს

საქართველოს რადიოს 100  წლის იუბილესთან დაკავშირებით, სებ-ი საკოლექციო მონეტის გამოშვებას გეგმავს

1748010950

საქართველოს რადიოს 100  წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის გამოშვებას გეგმავს.  

"ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1925 წელს საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობა დაიწყო. რადიოს დაარსება, უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ მიღწევასთან ერთად, ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში საეტაპო მოვლენად იქცა.  საქართველოს რადიო ერთ-ერთი უძველესი რადიოსადგურია ევროპაში. რადიოს „ოქროს ფონდი“ კი ქვეყნის ხმოვანი მატიანეა.

აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან საქართველოს რადიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა. ტელევიზიის დაარსებამდე სწორედ საქართველოს რადიო იყო ერთადერთი მაუწყებელი ქვეყანაში.

მომავალ წელს, საქართველოს რადიოს საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის გამოშვებით, ეროვნული ბანკი განაგრძობს თავის ტრადიციას, წვლილი შეიტანოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების პოპულარიზაციაში,"-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით