logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით $648.6 მლნ-ით გაუმჯობესდა" - სებ

"საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით $648.6 მლნ-ით გაუმჯობესდა" - სებ

1767097434

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, -32.3 მლრდ აშშ დოლარი (-87.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -87.7 პროცენტია (2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი წლიური მშპ-ს -92.1 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 648.6 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 19.9 მლრდ აშშ დოლარია (53.9 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.8 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 52.2 მლრდ აშშ დოლარი (141.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.1 მლრდ აშშ დოლარით მეტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სოსო არჩვაძე - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, და მით უმეტეს პროფიციტის მიღწევა, ქვეყნისთვის ნიშნავს გარე ფინანსურ წყაროებზე დამოკიდებულების მკვეთრ შემცირებას

სოსო არჩვაძე - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, და მით უმეტეს პროფიციტის მიღწევა, ქვეყნისთვის ნიშნავს გარე ფინანსურ წყაროებზე დამოკიდებულების მკვეთრ შემცირებას

გამოგვყევით