logo
Loading data...

სავალუტო დაკრედიტების ₾400 000 ზღვარი ხვალიდან ამოქმედდება

სავალუტო დაკრედიტების ₾400 000 ზღვარი ხვალიდან ამოქმედდება

1714470000

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება (ლიზინგის ჩათვლით ) მარტში 55 მლრდ ლარამდე გაიზარდა +3% m.m).

სებ-ის სტატისტიკით, კრედიტები, ეროვნული ვალუტით, 562 მლნ ლარით (+1.93%m.m), უცხოური ვალუტით კი 974.6 მლნ ლარით (+4.22%m.m) გაიზარდა.

იურიდიული პირების პორტფელი 24 მლრდ ლარია და აქედან 15,2 მლრდ ლარის, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხებია.

ფიზიკური პირების დაკრედიტება მარტში 2%-ით (+548 მლნ.m.m), 28 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

ლარიზაციის ბოლოდროინდელი ნაბიჯები, მ.შ. სავალუტო სესხების 200 000 ლარიანი ზღვრის 300 000-მდე გაზრდა ჯერ ეფექტს არ იძლევა. პირველი მაისიდან, არაჰეჯირებული მსესხებლისთვის, ზღვარი,400 000 -მდე იზრდება.

სებ-ს გაცხადებული აქვს მიზანი, დოლარიზაციის მოთოკვის. რაც ბაზრის მთავარ გამოწვევად რჩება. რეგულატორის ეს ნაბიჯი წლიურად, სავალუტო სესხების გაცემებს $150 მლნ-ით შეამცირებს.

სებ-ის აპრილის სტატისტიკით, სესხების დოლარიზაცია გაზრდილია 44.8%-მდე, 0.55 პროცენტული პუნქტით.

ბაზარზე 17 ბანკია, მ.შ. სებ-ის ანგარიშგებაში "ჰეშის" გარდა ყველა მონაწილეობს. მარტში სისტემაში პეივბანკი ჩაერთო. 16 ბანკის ჯამური აქტივები 81 მლრდ ლარამდეა

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით