logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა სასარგებლოდ ბანკებმა ჯამურად ₾300 000 აანაზღაურეს

სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა სასარგებლოდ ბანკებმა ჯამურად ₾300 000 აანაზღაურეს

1738072266

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ 2024 წელს განიხილა მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, მათ შორის, ბანკებს შორის წამოჭრილი 90-მდე დავა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

მომხმარებლების მიერ წარდგენილი საჩივრები უმეტესწილად უკავშირდებოდა მის ანგარიშზე განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმებოდა.
 
დავათა 85% დასრულდა მომხმარებლების სასარგებლოდ. შესაბამისად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს აუნაზღაურეს ჯამურად 300 000 ლარი.

გამოგვყევით